რეზონანსი
14.04.2020

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკა „თიმის“ ექთნის ინფიცირების წყარო სასულიერო პირია. გავრცელებული ცნობით, სასულიერო პირი მისი ძმაა. კლინიკაში აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

გვიან ღამით, კორონავირუსი კლინიკა „თიმის“ კიდევ ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "საქართველოს პირველ არხს" კლინიკა „თიმის“ (თბილისის მედიცინის ინსტიტუტი) დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ამ შემთხვევაში არ არის ის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა.

„ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. წყარო არის ერთ-ერთი თანამშრომელი. არა ის, ვისაც პირველად დაუდასტურდა ვირუსი, არამედ ერთ-ერთი ექთანი, რომელიც დღემდე უსიმპტომოა. როგორც ჩანს, ის არის წყარო. დაინფიცირებულები არიან მასთან ერთად წყვილში მომუშავე მედიკოსები.

ინფორმაციაზე, რომ სასულიერო პირისგან გადაედო ექთანს, ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს ეპიდემიოლოგები დაადგენენ. ტესტი ჩაუტარდა ბევრ საეჭვო თანამშრომელს და დაუდასტურდა ამ დროისთვის სულ ხუთს. საბედნიეროდ, ჩვენი პერსონალისგან არც ერთ პაციენტს არ გადასდებია ვირუსი. ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვაქვს“, – აღნიშნა კლინიკა „თიმის“ დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×