რეზონანსი
13.04.2020

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელიც მთავარ თემას საგანგებო მდგომარეობის დროს სააღდგომო მსახურებას ეხება.

ამირან გამყრელიძემ საპატრიარქო დატოვა და მედიასთან მხოლოდ ის თქვა, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებას ეცნობება.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოში დახურულ შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.

საპატრიარქოში არ ადასტურებენ, რომ რამე სახის ოფიციალური შეხვედრა შედგა, თუმცა ამირან გამყრელიძის ვიზიტებზე აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საპატრიარქოს ხშირი სტუმარია.

„პატრიარქმა უკვე განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. მათ ჰკითხეთ, აპირებენ თუ არა რამე ზომების გატარებას" - განაცხადეს საპატრიარქოში.

თავად ეკლესიის ოფიციალური პოზიცია კი საბოლოოდ ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

წყარო: "პრაიმტაიმი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×