რეზონანსი
13.04.2020

რუსეთში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ ქვეყნის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან თათბირის დროს განაცხადა.

„რუსულმა კომპანიამ შეიმუშავა პრეპარატი, რომლის ტესტირებაც ჩვენმა კოლეგებმა განახორციელეს მთელ რიგ ქვეყნებში. ეს უკვე მთლიანად რუსული ანალოგია და წარმოებულია კლინიკური ტესტირებისთვის. მოკლე დროის განმავლობაში შეფასდება მისი წინაკლინიკური გამოკვლევები", -განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მედიკამენტის კლინიკური გამოცდა 10-12 დღეზე ადრე არ დაიწყება. მანვე დასძინა, რომ უწყება გარკვეულ რისკებს ხედავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის დეფიციტზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×