რეზონანსი
13.04.2020

საერთაშორისო სავალუტო ფონდი  მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ აქტივობებს აჯამებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ადამიანური შედეგების შემცირებისკენ არის მიმართული. აქვე, მიმოხილულია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და შედეგები, ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ლარმა 6 მარტის შემდეგ, დოლართან მიმართებაში 14%-იანი ინფლაცია განიცადა. 

„6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 150 ლარის ოდენობის უმუშევრობის სუბსიდიაც გაიცემა მათზე, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა. ეს მიმართული იქნება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და ეს შეწყვიტეს, რადგან ბიზნესი დაიხურა. ის ბიზნესები, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს, ასევე მიიღებენ დაფინანსებას. ხელისუფლება, სუბსიდიას განახორციელებს 9 ძირითად საიმპორტო საქონელში, მათ შორის არის: ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა. გარდა ამისა, შექმნის ამ პროდუქციის მარაგს, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ლარია.

მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის ამოქმედებასაც, რათა პოსტ-კორონავირუსის პერიოდში ეკონომიკის აღორძინებას დაეხმაროს“, - ნათქვამია ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×