რეზონანსი
13.04.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში თბილისის ინფექციურში COVID19-ით 45 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი უკვე - 68.

„ერთ პაციენტთან დღეს განმეორებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68" , - განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×