რეზონანსი
13.04.2020

დღეს დილით თვითმკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში. გარდაცვლილია 45 წლის ბეჟან ბენიძე. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი კარლო თედორაძე ამბობს, მამაკაცმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა.

"ვერაფერს გეტყვით. მარტო ცხოვრობდა, დილით სამზარეულოში იპოვეს ჩამომხრჩვალი. ორი კვირა მუშაობდა – ეზო და სახლი დაალაგა, ყველაფერი მოაწესრიგა, წერილი დატოვა, სოფელს დაემშვიდობა“, – ამბობს კარლო თედორაძე.

მისივე თქმით, უცნობია მიზეზი, რატომ დაასრულა ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×