რეზონანსი
13.04.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან კრონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. ამის შესახებ ი

ინფორმაცია ჟურნალისტებს ექიმმა-ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა.

„პირველად შემოსულ პაციენტის, ბიოლოგიური მასალა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ტესტირებაზე ორჯერ გაიგზავნა. ორჯერვე მიღებული უარყოფითი პასუხის შემდეგ პაციენტი ჩაითვალა გამოჯანმრთელებულად და დღეს სტაციონარიდან გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

გამოჯანმრთელებული ადამიანი თვითიზოლაციაში საკუთარ სახლში დარჩება და მასზე ოჯახის ექიმი განაგრძობს მეთვალყურეობას.

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×