რეზონანსი
13.04.2020

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია უარესდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იცვლება, სამწუხაროდ იზრდება დაავადებულების რაოდენობა. სულ უფრო ხშირია მძიმე შემთხვევები", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს მოვლენების განვითარების ყველაზე უარესი სცენარიც. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უახლოესი კვირები კორონავირუსის გავრცელების კუთხით გადამწყვეტი იქნება.

პუტინმა ასევე არ გამორიცხა, რომ რუსეთში „კოვიდ-19"-თან ბრძოლაში სამხედროებიც ჩაერთონ.

„ეს საჭირო თუ გახდება, აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედროების ჩართვა", - განაცხადა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×