რეზონანსი
13.04.2020

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართული კომპანიისგან პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს.

კელი დეგნანი მიმართვაში COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე საუბრობს.

ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში, მათ შორის საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც.

„საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აღნიშნული ნივთები ქართული კომპანიისგან იქნება შესყიდული.

„ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია", - აცხადებს კელი დეგნანი მიმართვაში, რომელიც საელჩოს ფეისბუქ-გვერდზეა განთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×