რეზონანსი
13.04.2020

ბარსელონაში საქართველოს 55 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირი ონკოპაციენტი იყო და მის დაავადებას კორონავირუსი დაერთო.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები კონტაქტზე არიან გარდაცვლილის ოჯახთან და შესაბამისი პროცედურები იქნება დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×