
ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების დახურვის მიზეზს განმარტავს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკების დახურვა მხოლოდ კორონავირუსის პანდემიას არ უკავშირდება.
მინისტრმა აღმიშნა, რომ კლინიკები დახურული არ არიან, ისინი უბრალოდ კარანტინის რეჟიმში გადავიდნენ.
"მონიტორინგი ბოლო 6 თვეა მიმდინარეობს რეგულირების სააგენტოს მხრიდან. თითოეულ კლინიკას აქვს მითითებები, რომელთა დაცვა აუცილებელია. ძირითადი პრობლემა არის პერსონალის რიცხოვნობა. მცირე კლინიკებს აქვთ პერსონალის დეფიციტი, ანუ მცირე რაოდენობის მედპერსონალით ოპერირებდნენ, რის გამოც ისინი თავს ვერ ართმევენ სრულყოფილ მომსახირებას პაციენტების.ჩვენს სტრატეგიულ ნუსხაში არიან ის კლინიკები, რომლებიც ახერხებენ პერსონალის სწორ მენეჯმენტს.მცირე კლინიკებში ცოტაა პერსონალის ოდენობა და ვერ აუდიან იმგვარად მუშაობას, რაც ნითითებებშია გაწერილი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ისინი არ არიან დახურული და არიან კარანტინის რეჟიმზე," - განმარტა მინისტრმა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.