რეზონანსი
13.04.2020

პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ “დღის კურიერის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მისი სუბიექტური აზრით, ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს.

“დღევანდელ სურათს თუ შევხედავთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ალბათ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევძლოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია.

თუმცა, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება რამდენიმე დღეში, როდესაც მივუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადას და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა ინფორმაციის გათვალისწინებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×