რეზონანსი
13.04.2020

“ირაკლი ოქრუაშვილი იყო და არის პოლიტიკური პატიმარი“, - ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შეთანხმება, რომელიც მმართველ გუნდთან იქნა მიღწეული შესრულებელი არ არის.

“ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული შეიცავდა ორივე კომპონენტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას. ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დღემდე არიან ციხეში, ასე რომ შეთანხმება შესრულებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს იქამდე ივანიშვილი და მისი გუნდი, ყველას გვესმის რომ საქართველოსი კი არა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია პანდემიაზე, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, მაგრამ ივანიშვილს და მის გუნდს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს პირობები თუ არ იქნება შესრულებული, მაშინ არ იქნება ნორმალიზაცია. ივანიშვილი და მისი გარემოცვა დიდი ფასს გადაიხდის პოლიტიკურ მარცხთან ერთად“, - განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×