რეზონანსი
13.04.2020

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქობულეთში ორი პაციენტი დაკარგეს  სიმართლეს არ შეესაბამება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სოფელ გვარადან კორონავირუსზე 4 საეჭვო სიმპტომების მქონე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ტრანსპორტირებისას მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა მალევე მოგვარდა.

„ორი საეჭვო პაციენტი სასწრაფოს ავტომობილში იმყოფებოდა, ხოლო ორი კერძო ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილში მყოფებს ბლოკპოსტზე შეფერხება მოუწია.

როდესაც მედიკოსებმა შეამჩნიეს საეჭვო პაციენტები უკან არ მიყვებოდნენ, უკან დაბრუნდნენ. Covid-19-ზე საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტი მალევე იპოვეს",- განმარტავენ სამინისტროში.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში სასწრაფოს ბრიგადას სავარაუდო ინფიცირებული პაციენტები დაეკარგა.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×