რეზონანსი
13.04.2020

"ჯივიპი" ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ.

კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა სრულად განახლდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას აგრძელებს. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა საჭირო ინვენტარით. ჯივიპი, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საბოლოო, მეოთხე ეტაპზე, ახორციელებს სამუშაოებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე სრულად განახლდება 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში ჯივიპი 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიიტაციის საბოლოო ეტაპის სამუშაოებს აპრილის ბოლოს დაასრულებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×