რეზონანსი
13.04.2020

უკრაინაში 4 აპრილიდან მძვინვარე ტყის ხანძარი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცეცხლი მდინარე პრიპიატის მარცხენა ნაპირზე გავრცელდა და ატომურ სადგურს უახლოვდება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად სტიქიის ზონაში ბუჩქნარი და ბალახი იწვის. ხანძარს 366 მეხანძრე და ტექნიკის 88 ერთეული, მათ შორის 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი ებრძვის.

ჩერნობილში ხანძრის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი. სტიქიას 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა. ხანძრის ეპიცენტრში რადიაციის დონის მატება დაფიქსირდა. 9 აპრილს პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×