რეზონანსი
13.04.2020

უკრაინული მედიის ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრის არქიმანდრიტი კორონავირუსით გარდაიცვალა.

73 წლის არქიმანდრიტის გარდაცვალების ფაქტს კიევ-პეჩერის ლავრის წარმომადგენლები ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც ადასტურებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არქიმანდრიტი ნექტარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ამასთან, ჟურნალისტები იუწყებიან, რომ არქიმანდრიტი ნექტარი კიევ-პეჩერის ლავრის იმ სასულიერო პირებს შორის იყო, რომელთაც კორონავირუსი 9 აპრილის დაუდასტურდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×