
“კურიერი“ ესაუბრა მამა ანდრია სარიას, რომელმაც სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა განცხადებები შეაფასა.
მისი თქმით, როდესაც ეკლესია ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ჩანს, რომ მათ შორის შეთანხმება მხოლოდ ფორმალურია.
“როდესაც განცხადებას აკეთებენ, რომ მაინც წავალთ და ეს არის კურთხევა, მე ვფიქრობ, არასწორია და არაა მიმართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებისკენ და ერთიანობისკენ. ეს უფრო დარღვევას ჰგავს. სახელმწიფო ერთ განცხადებას აკეთებს, რომ საგანგებო სიტუაციაა, და ეკლესია აკეთებს მეორე განცხადებას, რომ 11 საათზე ჩვენ წავალთ და აბა ვინმემ დაგვაკაროს თითი. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ჩანს, რომ მხოლოდ ფორმალური შეთანხმება და ფორმალური სიყვარულია მათ შორის. მე ვისურვებდი, რომ რეალური სიყვარული იყოს სახელმწიფოს, ეკლესიასა და მოქალაქეებს შორის. იმის შიშით, რომ ვიღაც გარეთ გავა და მაინც აფეთქდება ეს ვირუსი, ეს განწყობა არ უნდა გაგვიჩინოს სახელმწიფომ,“- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.