რეზონანსი
13.04.2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 2004 წლის 24 ნოემბერს, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავება. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა. ირაკლი ოქრუაშვილთან ბრალი წარდგენილი აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×