რეზონანსი
13.04.2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა, მაგრამ მისი შემჩნევა მეზობლებმა მხოლოდ გამთენიისას შეძლეს.

გარდაცვლილია 57 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი ოჯახი თბილისში იმყოფებოდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის მეორე სართული. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×