თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ რჩება ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც პრობლემურია.
"ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური 2 პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ვერ ხდება სტაბილიზაცია. დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების დააავადების პროგრესიერება არ მიმდინარეობს. ეს იმის მაჩვენებელია რომ, ალბათ მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება, არ გახდება კრიტიკული"-ამბობს ეზუგბაია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში საერთო ჯამში 45 პაციენტია განკურნებული.