რეზონანსი
13.04.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ზურა მირიანაშვილი გარდაიცვალა. მეგობრისა და სამედიცინო გუნდის წევრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი გუნდის ერთი გამორჩეული კაცის გულმა ვეღარ გაუძლო ამდენი ვირუსის შემოტევას, ზურა მირიანაშვილი – ძალიან მაგარი კაცი, პროფესიონალი და ყველაზე მაგარი "მოღადავე" ჩვენს ცენტრში, სულ გვეშინოდა ზურას „სამიზნე“ არ გავმხდარიყავით.

ნათელში იყავი ნათელო და მხიარულო კაცო. თამუნა, არც ვიცი რა გითხრა და რით განუგეშო“. – წერს პაატა იმნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×