რეზონანსი
13.04.2020

მოსკოვში პოლიციამ გადაარჩინა კაცი, რომელიც მე-15 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცმა ფანჯრის რაფაზე სელფის გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ გადავარდა. ის კარნიზს მოეჭიდა. ბინაში მყოფმა ქალმა კაცის გადარჩენა სცადა, თუმცა ძალა არ ეყო. მეზობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. გადარჩენილი და მისი მასპინძელი ქალი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის რეჟიმის ფაქტზე ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×