რეზონანსი
13.04.2020

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ. ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, მინისტრი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

სულეიმან სოილუმ თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსის გამო თურქეთში კომენდანტის საათის დაწესებას არეულობა მოჰყვა. 10 აპრილს, 2 დღით კომენდანტის საათის შემოღების ბრძანების შემდეგ, მოსახლეობა სასურსათო მაღაზიებს მიაწყდა, რამაც სოციალური დისტანციის წესის დარღვევა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×