რეზონანსი
13.04.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირვეკლის“ ეთერში კარანტინის რეჟიმის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააკრიტიკა.

„უცებ გაჩნდა მითი, რომ თითქოს საქართველო არის გამონაკლისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის, „გარდიანის“ დღევანდელი სტატია შეახსენა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებულ ბრძოლაზეა საუბარი.

„შეხედეთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ საქართელოს მდგომარეობა კარგია, მაგრამ ეს არ არის – ღმერთო ჩემო რა მოხდა – ამბავი. მთელი სტატისტიკა დევს ხელის გულზე. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ანალოგიურ, ან კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაშია. აქ დიდი როლი შეასრულა ლუგარის ლაბორატორიამ და ქართველმა ექიმებმა“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სადაც საჭიროა იქ ეკონომიკა და მოქალაქეების აქტივობა არ უნდა გაჩერდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×