
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ე.წ ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 305 პირი გამოიკვეთა.
როგორც ზაალ მიქელაძემ სოფელ გვარას საგუშაგოსთან შემაჯამებელ ბრიფინგზე განმარტა, კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ზაალ მიქელაძის განცხადებით, ქობულეთის ოთხ სოფელში სადაც საკარანტინო ზონა გამოცხადდა, 1600-ზე მეტ ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.1600-დან 13 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღენიშნებათ.
"გამოკითხულ 13 მოქალაქეს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეული ჩივილები ჰქონდა, რომელიც ვირუსის დამახასიათებელ სიმპტომებს ჰგავს, თუმცა დღეს ისინი თავს კარგად გრძნობენ, მათზე სამედიცინო კონტროლი დაწესდა",- აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.