რეზონანსი
12.04.2020

მსოფლიოში „კოვიდ-19" 410 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, კორონავირუსისგან უკვე 412 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული ჩინეთს ჰყავს - 77 956 ადამიანი.

მსოფლიო პანდემიის ფონზე, „კოვიდ-19" საერთო ჯამში 1 800 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც „კოვიდ-19" 530 000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. ინფიცირებულების რაოდენობით 100 000-იან ნიშნულს ასევე გადაცდა: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია.

12 აპრილის მონაცემებით, „კოვიდ-19"-ის მსხვერპლთა რაოდენობა 110 000-ს გადაცდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×