რეზონანსი
12.04.2020

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა დაიხურა. მიზეზი პაციენტია, რომელიც რეანიმაციაში იწვა.

ასაკოვანი ქალი, 6 აპრილს შევიდა კლინიკაში მუცლის ტკივილით. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ქალის მეუღლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა და შესაბამისად, პროტოკოლის თანახმად, მისი კონტაქტებიც შეისწავლეს. ტესტი ქალსაც ჩაუტარდა, რა დროსაც გაირკვა, რომ ისიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.

„ქალბატონი 72 წლის გახლავთ. სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტის მრავალწლიანი ისტორია და ქრონიკული გულის უკმარისობა აქვს, რომლის გამწვავებითაც ჩვენთან შემოვიდა. ასევე მუცლის არეში ტკივილი ჰქონდა. ქმარს ორივე ქვემო კიდური ამპუტირებული აქვს. კორნავირუსით ჯერ ის დაინფიცირდა და მერე უკვე სავარაუდოდ, ცოლს გადაედო. შემოსვლისას სიცხე არ ჰქონდა და ცხელების პალატაში არ მოხვედრილა, მაგრამ როგორც ყველას ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო. სწორედ, ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში და დაიწყო მკურნალობა. სწრაფი ტესტი საეჭვო ან პოზიტიური, რომ ყოფილიყო მიუხედავად იმისა, რომ თერაპიული პაციენტი იყო, როგორც ვირუსით ინფიცირებული მკურნალობას შესაბამის კლინიკაში გააგრძელებდა.

ის რომ ქალი დაინფიცირებული იყო, პასუხი დღეს გავიგეთ. რაკი ქმარს აღმოაჩნდა ვირუსი, როგორც მისი კონტაქტი თავიდან ლუგარის ლაბორატორიამ ჩაატარა ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. მაშინვე სწრაფი რეაგირება მოხდა. იმდენად მშვიდად ვართ, არანაირი პანიკა არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენთან სამივე დონე, ინფექციის პროტოკლის და წესების მიხვდითაა." - აცხადებს კლინიკის სტრატეგიული ხელმძღვანელი ეკატერინე სანიკიძე „პრაიმტაიმთან"

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×