რეზონანსი
12.04.2020

ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ასეთი აგრესიულობის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რატიანი აღნიშნავს, დადგება მომენტი, როდესაც შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს.

„პანდემიას და ეპიდემიას ასეთი რაღაც ახასიათებს, ბუნების კანონია. აუცილებლად დაწყნარდება ვირუსი და დაწყნარდებიან ადამიანებიც. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ, ერთი პირობით, ასეთი აგრესიულობის გარეშე. როდესაც დგება პანდემიისა და ეპიდემიის საკითხი, ვინაიდან ახლად წარმოშობილია ეს ახალი უჯრედები ე.წ. ვირუსები, ბობოქრობენ, ასევევ ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმი. დადგება მომენტი შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს",- განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×