რეზონანსი
12.04.2020

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში მაცხოვრებელი ხანდაზმულები, შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ, რათა მათი კორონავირუსისგან დაცვა მოხდეს.

„მე ვიცი, რომ ეს ძნელია და იზოლაცია ტვირთია, მაგრამ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და დავიცვათ დისციპლინა. ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ უფრო ადრე ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, ვიდრე ხანდაზმულები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონენი", - განაცხადა მან.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ლაბორატორიები მალე შსძლებენ ვაქცინის შემუშავებას.

„ვაქცინის გარეშე, ჩვენ მოგვიწევს მაქსიმალურად შევზღუდოთ ხანდაზმულებთან კონტაქტი", - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა Bild-ს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×