რეზონანსი
12.04.2020

ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელევიზორის მეშვეობით ადევნებენ თვალს სააღდგომო ლიტურგიას, არასწორი განცხადებაა, რადგან ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, ვინც მოვლენ და დაესწრებიან, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღდგომის ლიტურგიის ჩატარების თაობაზე ეკლესიის გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი.

„აქ სალაპარაკო და სამსჯელო არაფერია, ეს სწრაფად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელიც სავარაუდოდ, მიღებული იქნება დიდი ხუთშაბათის შემდეგ.

ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელევიზორის მეშვეობით ადევნებენ თვალს, არასწორი განცხადებაა, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც მოვლენ და დაესწრებიან, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არასდროს მოსულან აღდგომის მსახურებაზე და არც აინტერესებთ., - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×