რეზონანსი
12.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი მაინც ზომიერი და კონტროლირებადია.

„მართალია, ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, მაგრამ ეს ტენდენცია ზომიერი და კონტროლირებადია. 252 შემთხვევიდან 60 გამოჯანმრთელებულია, მათ შორის 42 იყო ჩვენი პაციენტი. ბათუმიდან ჩვენთან გადმოიყვანეს დედა-შვილი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, დაავადების პროგრესირებას არ ველით. კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება 2 პაციენტი, თუმცა ერთ-ერთ მათგანთან მცირე სტაბილიზაცია შეინიშნება. გუშინ 16 პაციენტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთთან მოვიდა. დღეს დილით კიდევ 6 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში ავიღეთ და პასუხები დღის განმავლობაში იქნება ცნობილი", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 252 ადამიანიდან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×