რეზონანსი
12.04.2020

მეტ-ნაკლებად ახლა ჩვენი კლინიკა დამშვიდებულ სიტუაციაში ვართ-ასე აფასებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი საქართველოში არსებულ დღევანდელ ვითარებას პანდამიასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, დღეს მედიკოსები ბევრად მობილიზებულები არიან და შესაბამისად უკეთ ფლობენ ინფორმაციას, როგორ უმკურნალონ პაციენტებს.

”იცით, რომ ეს ვირუსული ინფექცია, სამწუხაროდ, ყველასთვის, სამყაროს ყველა ექიმისთვის, გამოწვევას წარმოადგენდა, მაგრამ უკვე გამოწვევა აღარ დგას. უკვე გვაქვს იმაზე პასუხი, როგორ მოვიქცეთ და როგორ ვუმკურნალოთ ამა თუ იმ პაციენტებს. რაც შეეხება წინა კვირას, მოგეხსენებათ იყო მომენტრი ნაკადი მოაწვა ჩვენს კლინიკაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მითუმეტეს იმისა რომ ჩვენ მზადების პროცესში ვიყავით, ამ ბრძოლასთან, მაინც აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, თითქოს ცოტა დავიბენით. თითქოს ყველას შეგვეშინდა, მაგრამ გადავლახეთ ეს მომენტი. დღეს ყველა მედპერსონალი, ჩენს კლინიკაზე ვსაუბრობ, მშვიდად ვართ და გადასულები ვარ ყაზარმულ ქმედებაზე”, - აღნიშნა ლევან რატიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×