რეზონანსი
11.04.2020

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. დეპუტატის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას 21 აპრილამდე მიიღებს.

„საზოგადოებას ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია თუ რა ტიპის გამოწვევასთან გვაქვს საქმე და თუ როგორია დაინფიცირებულთა ზრდა. მთავრობის მოქმედება არის იმის შესაბამისი თუ რა კონკრეტული მოცემულობაა. აქედან გამომდინარე, 21 აპრილისთვის ალბათ, სავარაუდოდ, შეიძლება მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით კონსულტაციების დონეზეა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილია მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები და აღნიშნული საბჭო წინა დღეებში იმსჯელებს იმ ვითარებაზე, რაც იქნება 21 აპრილამდე და საჭიროების მიხედვით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.​

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×