რეზონანსი
11.04.2020

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, დიღმის მასივში, ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ოთახი და აივანი იწვოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, მისამართზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა მისვლისთანავე, დაუყონებლივ განახორციელეს ამავე სადარბაზოში, ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ქრობის სამუშაოები დაიწყეს.

მუშაობას ძლიერი ქარი ართულებდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის შეკავება და ხანძრის სრული ლიკვიდირება შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ათი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×