რეზონანსი
11.04.2020

ციმბირში, ანგარსკის კოლონიაში ბუნტის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. ამ ფორმით მათ ციხის თანამშრომლების მხრიდან ცემის ფაქტებთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს. შემდეგ პატიმრების დარაჯებს დაესხნენ თავს.

Meduza-ს ინფორმაციით ხანძრის შემდეგ ადგილზე ერთ-ერთი პატიმრის ცხედარი აღმოაჩინეს. ირკუტსკის ოლქის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის, ვიკტორ იგნატენკოს თქმით, ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის კვალი აღენიშნებოდა. მისი თქმით, შესაძლოა 1989 წელს დაბადებული კაცი სხვა პატიმრებმა მოკლეს, რადგან ერთ-ერთი ვერსიით ის ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა.

ციხეში დაახლოებით 1 200 პატიმარია მოთავსებული. ადმინისტრაციის ინფორამციით, ამ ეტაპზე მდგომარეობს სრულად აკონტროლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×