რეზონანსი
11.04.2020

არ არსებობს ლაბორატორიაში შექმნილი ვირუსი, არ სჭირდება კაცობრიობას. იმდენი ვირუსი და იმდენი ვირუსული ინფექციაა, რომ საკმარისადაა, რომ ავნოს კაცობრიობას, - ამის შესხებ „TV პირველის" ეთერში კანადაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უხანის ბაზრობა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 2001 წელს ფრინველის გრიპის გავრცელების საწყისი წერტილი გახდა და იქ ვირუსის გადადებისთვის ყველა საჭირო პირობაა.

„ჩინეთში, უხანის ბაზრობა, რომელსაც „სველ ბაზრობას" უწოდებენ, იქ არის აბსოლუტური განუკითხაობა. სხვათაშორის, მაგ ბაზრობიდან წამოვიდა ფრინველის გრიპი 2001 წელს. უზარმაზარი რაოდენობის ცხოველი ჰყავთ. არც არავინ იცის საიდან მოჰყავთ ეს ცხოველები - ველური ბუნებიდან თუ სახლში გაზრდილები. 2001 წელს, ფრინველის გრიპის პანდემიის შემდგომ, ჩინეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომ სხვადასხვა სახის ცხოველები ერთ გალიაში არ მოეთავსებინათ, იმიტომ რომ სხვადასხვა სახეობის ცხოველების ერთად მოთავსების შემთხვევაში, თუკი მათში ცირკულირებს ვირუსი, არის დიდი შანსი, რომ განიცადოს უცებ მუტაცია და შემდგომ უკვე გადავიდეს ადამიანზე. კი გააკეთეს ეს კანონის მიღების შემდეგ, მოათავსეს სხვადასხვა გალიებში, მაგრამ ეს გალიები ერთმანეთთან მაინც ახლოს არის. ანუ, შესაკრებთა გადანაწილებით ჯამი არ შეცვლილა. დიდი შანსი არის იმისი, ასეთი მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში, რომ ვირუსი გადავიდეს ცხოველიდან ადამიანზე", - განაცხადა ბაბუაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×