რეზონანსი
11.04.2020

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტის შვილები არ გამორიცხავენ, რომ 81 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში დაინფიცირებულიყო. ასაკოვანი ქალი კლინიკაში გულის უკმარისობით ერთი კვირის წინ გადაიყვანეს, 5 დღის განმავლობაში მასთან ფილტვების ანთებას მკურნალობდნენ, გუშინ კი ოჯახს აცნობეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებულის შვილი ირწმუნება, რომ მათ მოგზაურობის ისტორია არ აქვთ და არც საეჭვი პირთან ჰქონიათ შეხება. როგორც რამაზ შევარდნაძემ განმარტა, მან არ იცის, იმყოფებოდა თუ არა პალატაში დედამისთან კიდევ სხვა პაციენტი. იზოლაციაშია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი.

დაუშვეს თუ არა ექიმებმა შეცვდომა და მოხდა თუ არა ერთი პაციენტის მიერ მეორის ინფიცირება, ამას ჯანდაცვის სამინისტრო იკვლევს.

საქართველოში კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×