რეზონანსი
11.04.2020

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულ 57 პაციენტი იმყოფება.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, რეანიმაციაში არის რვა პაციენტი, სამი კი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი ხუთი კი სპონტანურ სუნთქვაზე.

„ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენ ორ პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, კლინიკურად სახეზეა მწვავე ფილტვისა და მწვავე გულის დაზიანების სინდრომი. ასევე მწვავე თირკმლის დაზიანების, მწვავე ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს, რომ არის მულტი ორგანული უკმარისობა. ტარდება რეამინაციული ღონისძიებები. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. ყველაზე მძიმე პაციენტი არის 81 წლის", - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ორსულ ქალბატონებს, ლევან რატიანი აცხადებს, რომ მათი ზოგადი მდგომარეობა, როგორც ქალბატონების, ასევე ნაყოფების სტაბილურია.

„ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს განმეორებით გაიგზავნება და თუ დღის ბოლომდე მოვა უარყოფითი პასუხი, ის გაეწერება ბინაზე", - განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×