რეზონანსი
11.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 32 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ერთმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ახალგაზრდა მამაკაცი ახალი კლასტერია და მისი დაინფიცირების პირველწყარო ცნობილია. მისი კონტაქტები ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს და 30 ადამიანიდან სამი კარანტინში, დანარჩენი კი თვითიზოოაციაში არიან გადაყვანილები.

კორონავირუსის ანტისხეულები ტესტით დაუდასტურდა ორ პირს, ფარცხანაყანევისა და ვანის კლასტერიდან.

იმერეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 80-მდე პირი, კარანტინში კი, 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×