რეზონანსი
11.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ მათგან 3 შემოტანილია უცხოეთიდან: 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან.

„ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ მათგან 3 შემოტანილია უცხოეთიდან: 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან. ამ ადამიანებს კორონავირუსი იქ დაუდასტურდათ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან და აქ გაივლიან მკურნალობას. ეს 3 შემთხვევა ცალკე უნდა განიხილებოდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ 24 საათის განმავლობაში გვყავს 2 ახალი შემთხვევა. დღე-ღამის განმავლობაში 15 პაციენტდან ჩატარდა ტესტირება და ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ ახლა გვყავს 35 დადასტურებული შემთხვევა გვყავს და 38 უკვე განიკურნა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, 3 პრობლემური პაციენტი გვყავს, მაგრამ მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება stopcov.ge-ს მონაცემებს, იქ ჯერ კიდევ არ ასახულა ცვლილებები და კვლავ დაინფიცირებულთა შემცირება ფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×