რეზონანსი
11.04.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძე კანადაში მეცნიერთა იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. მისი ინფორმაციით,  გამოცხადდა თუ არა პანდემია, დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყეს მუშაობა ვაქცინაზე. 

"ჩვენ ვმუშაობთ მესამე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც არ საჭიროებს ცოცხალი ან ანტივირუსის შეყვანას ორგანიზმში. ეს არის კონკრეტული დნმ პლატფორმის მეშვეობით, კონკრეტული ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმი. რაკი პლათფორმა უკვე მზად იყო, ჩვენ მაშინვე შევუდექით ამ საქმეს და ორი თვეც არ დაგვჭირდა, მზად გვქონდა ვაქცინა.

ახლა რეკლინიკურ ფაზაში ვართ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. 30-40 დღე გვაშორებს პრეკლინიური ფაზის საბოლოო პასუხებს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, კლინიკურ ფაზაში გადავიდეთ. კლინიკურ ფაზაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს პარალელურად ან მას შემდეგ, რაც გვექნება პირველი უჯრედული იმუნური პასუხი მაინც, 28 დღის შემდეგ პირველი ვაქცინაციიდან. უბრალოდ, ეს დაკავშირებულია დროსთან, ყველაფერს სჭირდება საბუთები, ფორმალობა, ოფიციალური მონაცემები, თანხები.

ცხოველებზე ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები. გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის.

ახლა ვაწარმოებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს. დღესაც გვქონდა ჩართვა კანადის მთავრობასთან, არიან დაინტერესებული კომპანიები, უშუალოდ კანადის სახელმწიფოსაც დიდი ინტერესი აქვს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და ველოდებით. ჯერ მიმდინარეობს თითოეული დეტალის განხილვა, რა გვჭირდება, რამდენად არის მზაობა ორივე მხრიდან. დაახლოებით ორ კვირაში გვეცოდინება, შევალთ თუ არა კლინიკურ ფაზაში ამ ერთი თვის განმავლობაში.

დღევანდელი ტექნოლოგიები რომ არა, ვაქცინის დამზადებას დასჭირდებოდაა ათეულობით წლები. თუმცა, რაკი დღეს გვაქვს ასეთი ტექნოლოგიები, საზოგადოების მხარდაჭერა და სხვადასხვა ორგანიზაცია გამოთქვამს მზაობას, დახარჯონ შესაბამისი თანხები, ვიტყოდი, რომ კლინიკური ფაზის დასასრული შეიძლება ვივარაუდოთ სექტემბერში ან ოქტომბრის ბოლოსთვის", - განუცხადა "პირველ არხს" ბაბუაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×