რეზონანსი
11.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა საჭირო, მოსახლეობას კი შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

„იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გვყავდეს ცოტა, ამისთვის საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ეკონომიკა გაცოცხლდეს, საჭიროა საგანგებო მდგომარეობის ჩქარა მოხსნა, ან შემსუბუქება.

შესაბამისად, ვდგავართ რთული ვითარებაა, დიდი დილემის წინაშე. ოქროს შუალედია დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის ყველა შეზღუდვა და რეკომენდაცია როგორც ახლა ვიცავთ და გაცილებით უფრო მკაცრად.

დღეს როგორც ვიცავთ, ამაზე ორჯერ მკაცრად თუ დავიცავთ, ორჯერ შევამცირებთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, გამოვალთ გარეთ, მოვაწყობთ ხალხმრავალ შეკრებებს და ქორწილებს, მაშინ გაუარესდება ავადმყოფების და გარდაცვლილების რაოდენობაც.

შესაბამისად, მთავრობას მოუწევს გააგრძელოს შეზღუდვები კიდევ დიდი ხნით. ამიტომ გავიჭირვოთ დღეს უფრო მეტად და მაქსიმალურად, იმისთვის რომ ეს გაჭირვება იყოს ხანმოკლე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×