რეზონანსი
10.04.2020

ლენტეხსა და ცაგერში სრული კარანტინია გამოცხადებული. ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი კონტროლდება. ლენტეხიც და ცაგერიც უკვე კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ბლოკპოსტებით. ადგილობრივ მცხოვრებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დღეს რამდენიმე პირს შესვლა სურდათ, თუმცა მათ სამართალდამცველება ამის უფლება არ მისცეს. ამასთან, რამდენიმე პირმა ვერ მოახერხა დაეტოვებინა მუნიციპალიტეტი.

"აქ საცხოვრებელი არ მაქვს, შემოვედი გუშინ და ვცდილობ, სანამ დაიკეტება, გავიდე, იმიტომ რომ ვერავისთან ვერ დავრჩები ფიზიკურად. ველოდები ახლა სხდომა მიმდინარეობს საკრებულოში და გვეტყვიან, გაგვატარებენ თუ არა," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×