რეზონანსი
10.04.2020

საქართველოში ბავშვებში კორონავირუსის სულ 12 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ოთხი 4 წლამდე ბავშვია, დანარჩენი 5-დან 15 წლამდე, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი ბავშვებში იშვიათია.

„ამ სტატისტიკას თუ შევადარებთ ქვეყნაში ინფიცირებული პირების საერთო რაოდენობას, ზუსტად ისეთივე პროცენტული შეფარდებაა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. მაქსიმუმი არის 5-%, რაც შეიძლება ბავშვებში კორონავირუსი დაფიქსირდეს. შესაბამისად, საქართველოს მაჩვენებელი იდენტურია სხვა ქვეყნების მონაცემებთან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კორონავორუსი ბავშვებში არის გაცილებით იშვიათი", - აღნიშნა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ბავშვებში კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.

„ბავშვებში ვირუსი საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი ბავშვის კრიტიკული მდგომარეობა არ დაფიქსირებულა", - აღნიშნა პედიატრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×