რეზონანსი
10.04.2020

Bloomberg Billionaires Index-ის გამოთვლით, 10 აპრილის ვაჭრობის შედეგად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $25 მილიონით გაიზარდა და $5,15 მილიარდი გახდა. 8-9 აპრილს მისი ქონება $5,12 მილიარდი იყო.

Bloomberg-ის ინდექსით, ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა აპრილიდან დაიწყო. მანამდე, პანდემიის ფონზე საფინანსო ბაზრებზე ფასების ვარდნის პარალელურად ბიძინა ივანიშვილის ქონება მცირდებოდა. 3 მარტს ივანიშვილის ქონება $200 მილიონით შემცირდა. 6 მარტის ვაჭრობის შემდეგ კი ხუთ დღეში მან $75 მილიონი დაკარგა. 13 მარტის ვაჭრობის შედეგად კი კიდევ $75 მილიონი დაკარგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×