
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ამჟამად კლინიკაში 51 პაციენტია მოთავსებული. ამის შესხებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს ვირუსი. დღევანდელი შემთხვევიდან ჩვენთან დაემატა 3 პაციენტი.
დანარჩენის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია. ორი პაციენტია უფრო საყურადღებო. ჩვენთან 7 პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის",- განაცხადა სოლოღაშვილმა.
მან ახალ დადასტურებულ შემთხვევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღევანდელი შემთხვევიდან კლინიკაში 3 პაციენტია მოთავსებული.
„ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენთან არის სამი პაციენტი. ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომლის ჯგუფიდან, ხოლო ორი თურქეთიდან შემოსული დედა-შვილი.
ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურაა, გაოიხატება პნევმონიის სურათი, თუმცა ისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.