რეზონანსი
09.04.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია. საქართველოს პირველ არხთან პაატა იმნაძემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში პირაბდეებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე.

„ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა. წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. ერთი პირბადის ფასი 50 თეთრია და დაწესებულია ლიმიტი, თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×