რეზონანსი
09.04.2020

გუშინ, საღამოს თბილისში „ვეფხი და მოყმის" ძეგლთან საზარელი ავარია მოხდა.

შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელმა „პრაიმტაიმს" მომხდარი დეტალები უამობო.

მისი თქმით, გარდაცვლილნი არიან: 28 წლის ემრან გაჯიევი, 32 წლის ნამიგ მუსტაფაევი და 61 წლის თენგიზ ტარტარაშვილი.

სამივე მათგანი „ოპელის" მარკის ავტომობილში იჯდა და კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 21:00 საათმდე დანიშნულების ადგილამდე მისვლას ცდილობდნენ.

მათ „ვფეხი და მოყმის" ძეგლთან, დიდი სისწრაფით მიმავალი „ბმვ"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახათ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ „ოპელში" მჯდომი სამივე პირი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილს კი ცეცხლი გაუჩნდა.

„ბმვ"-ს მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც გარდაცვლილის ახლობელი ყვება, სამივე მამაკაცმა ავტომობილის ძლიერი შეჯახების და სწრაფი აალების შედეგად სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო, რაც მათთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×