რეზონანსი
09.04.2020

აშშ-ში გასულ 24 საათში „კოვიდ-19"-ით ინფიცირების 33 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 432 132-ს მიაღწია.

„სიენენის" ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით სულ დაღუპულია 14 817 ადამიანი, მათ შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 922 პაციენტი დაიღუპა, რაც ერთ დღეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, რაც აქამდე დაფიქსირებულა. აქედან 779 შემთხვევა მხოლოდ ნიუ იორკში იყო.

ამასთან, აშშ-ში ვაიომინგი ერთადერთი შტატია, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×